მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტებისთვის
1781632774
15 ივნისს, ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
ილიას ბრძოლის შედეგს ეხმიანება ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ქართველი მებრძოლის მხარდასაჭერად ათასობით გამამხნევებელი პოსტი დაიწერა, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სოციალურ მედიაში.
ილია თოფურიას დები, ანა თოფურია და მარიამ თოფურია მძიმე მატჩის შემდეგ მიმართვას ავრცელებენ და ძმას ამხნევებენ:
„მიყვარხართ“ - „დავბრუნდებით ძლიერები“, - წერენ დები.

