თენგიზ შარმანაშვილი: არგუმენტები კი არ წარადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, როგორც თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა, არამედ საპროტესტო აქცია გამართეს

თენგიზ შარმანაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დაპატიჟა საუბრისთვის და რა იყო მათი რეაქცია? დიალოგზე კი არ წავიდნენ და არგუმენტები კი არ წარადგინეს, როგორც ეს თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა გააკეთეს, არამედ პირდაპირ საპროტესტო აქცია გამართეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ექსტრემისტული ნაბიჯების გადადგმას როგორც არიან მიჩვეული, ის გააკეთეს.

„თავისი აზრის გატანას ძალადობრივი მეთოდებით კულტივირებენ. როგორც კი პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულ საკითხებზე არგუმენტები მოისმინა, თქვა, რომ მუშაობას გააგრძელებს და მზად არის, შესწორებები შეიტანოს. ისინი ექსტრემისტული აზროვნების ადამიანები არიან. ხალხს სურათები აჩვენეს და ის კი არ თქვეს, რატომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული. ტელევიზიებმა აჩვენეს, ისინი აქციებზე როგორ იქცეოდნენ და როგორ ძალადობას მიმართავდნენ. ვინც ამ პლაკატებს აჩვენებდა, სად იდგა და ვის ზურგს უკან, კადრებში ჩანს და ყველამ კარგად ნახა“, – განაცხადა შამანაშვილმა.