გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
Financial Times-ი წერს, რომ ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით კრიტიკას არბილებს და შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, მის მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ჩინოვნიკებს არ სურთ, აღქმულნი იყვნენ არჩევნებში ჩამრევ მხარედ, ან ორბანს მისი ანტიბრიუსელური კამპანიისთვის დამატებითი არგუმენტები მისცენ.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორბანმა შესაძლოა 12 აპრილის არჩევნები წააგოს, რადგან ოპოზიციური პარტია „ტისა“, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, ორბანის პარტია „ფიდესს“ დაახლოებით 10 პუნქტით უსწრებს. წყაროების ცნობით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ევროკავშირის ინსტიტუტებს თავშეკავისკებენ „ტისამაც“ მოუწოდა.
წყაროების თქმით, კომისიამ უკვე დაიწყო უფრო ფრთხილი საჯარო განცხადებების გაკეთება უნგრეთსა და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ბოლოდროინდელი შეშფოთებისა, ორბანის მთავრობას არჩევნებამდე შესაძლოა დაახლოებით 2,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სახსრები გამოეყოს.
ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ასეთ მიდგომას ბრძნული უწოდა.
„ყველაფერი, რასაც ევროკავშირის ინსტიტუტები აკეთებენ, ორბანის მიერ იქნება გამოყენებული. ყველაფერი, რასაც ვიტყვით ან არ ვიტყვით, ჩვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა დიპლომატმა.