თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვაფასებ საქართველოს პრემიერის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს - ნიკოლ ფაშინიანი

ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დღეს ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

თბილისში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატია. იმედი მაქვს, ეს ფორმატი უფრო მასშტაბურ ფორმატად განვითარდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.

„ცოტა ხნის წინ, თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო მასშტაბურ და სრულყოფილ ფორმატად. ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა შეხვედრა თბილისში 17 აპრილს გაიმართა