მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
„„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამება და არა მხოლოდ. ეს ტერმინი მგონი, საქართველოში გაჩნდა პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით. რაც არ უნდა დაადგინონ, როგორც არ უნდა გამოიძიონ, თავხედი უნდა იყო, რომ ამას დაარქვა წამება",- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
"თუნდაც ის კადრები რომ ნახოთ, რომლის გამოქვეყნებასაც სამი დღე სთხოვდნენ იუსტიციის სამინისტროს და შემდეგ აპროტესტებდნენ, როგორ გამოაქვეყნეთო. ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც პატიმარი არ ემორჩილება მოთხოვნას, რომ გადაიყვანონ იქ, სადაც შესაბამისი უწყების ადმინისტრაციას სურს მისი გადაყვანა, ეს ხდება იძულების წესით. ამ იძულების ყველაზე რბილ ფორმას თუ ვინმე დაარქმევს ფარმაკოლოგიურ წამებას ან რამე სხვას, ეს ილუზიის რა ხარისხს ქმნის, წარმოიდგინეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.