საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტთან, ჯონ იოვანოვიჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტრატეგიული კავშირების განვითარების ხელშეწყობაში პრაქტიკული თანამშრომლობის როლი და მნიშვნელობა განიხილეს.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს მყარ მაკროეკონომიკურ მონაცემებზე, ღია და ინვესტიციების მოზიდვაზე მორგებულ ბიზნეს გარემოზე, ძლიერ ინსტიტუციურ და რეგულაციურ ჩარჩოსა და სამთავრობო საქმიანობის ყველა სექტორში მიმდინარე პროექტებზე.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებასა და TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) ინიციატივის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან. თავის მხრივ, ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და მნიშვნელოვან, ურთიერთსასარგებლო პროექტებში აშშ-ის ბანკის ჩართულობის სურვილი აღნიშნა.