„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
„ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება.
ტალიაშვილის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია.
ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საკითხს 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს.
თამარ ტალიაშვილს პარლამენტში "ქართული ოცნების" სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.