ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა - გაფრთხილება მოსახლეობას
1781902369
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
„საქართველოდან პირველად განხორციელდა ტაჯიკეთში მაღალი დონის ვიზიტი. უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეხვედრები ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომ ქვეყნებს შორის განვითარდეს ურთიერთობები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით ტაჯიკეთის მხარის დაინტერესებასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კომისიის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.
„ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. მათი ინტერესი, რა თქმა უნდა არის, საქართველოს გავლით მოხდეს ტაჯიკური ტვირთების გადაზიდვა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები იყოს განხილული ინსტიტუციურად, ეკონომიკური კომისიის ფარგლებში," - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.