1745863963
სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა - ამ წუთებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მიხეილ ყაველაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე შეხვდება ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს.
ამ წუთებში, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტის პირველი, ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს. იქამდე, სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა - გაჟღერდა საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა კაბინეტში, შეხვედრის ოთახში გადაინაცვლეს.
იგეგმება ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.