სლოვაკეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დაგეგმილი შეხვედრები ხელს შეუწყობს ახლო ურთიერთობების გაღრმავებას - რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

 ბრატისლავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდება, დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი განცხადებების გაკეთებაც.

ბრატისლავაში საქართველოს პარლამენტის სპიკერი გუშინ დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა. სლოვაკეთში, პაპუაშვილთან ერთად, სხვა კანონმდებლებს შორის არიან საგარეო ურთიერთობათა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერიძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო განამტკიცებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას.

"სლოვაკეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასევე უჭერდა მხარს ჩვენ ევროპულ მისწრაფებებს. ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებას. გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რომელიც აქვს ამ ქვეყანას", - განაცხადა რიმა ბერაძემ.