ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნებათ.
შესაბამისი ცვლილებები – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს აღნიშნული უფლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრების თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა იქნება, მაშინ აღნიშნული შემოწმების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშეშე იქნება შესაძლებელი.
პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს და დაყოვნებამ შეიძლება უცხოელის მიმალვა, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა გამოიწვიოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება დაიწყოს და მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით 24 საათის განმავლობაში მიმართოს.
კანონპროექტის თანახმად, შუამდგომლობის წარდგენისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება, დამსაქმებლისგან იმ დოკუმენტების დათვალიერება მოითხოვოს, რომლებიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებენ.