ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კლინგენდაილის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ექსპერტებთან გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ექსპერტების კითხვების პასუხად, შალვა პაპუაშვილი დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის შედეგებზე საქართველოსთვისა და რეგიონისთვის.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მზარდი ტრანზიტული პოტენციალი.
საჯარო დისკუსია შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლების დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში შედგა.