მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესი. ასევე, განიხილეს ევროკავშირის მოსაზრებები და მოლოდინები ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას.
შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის სხვა საკითხებზე, მათ შორის, ხაზი გაუსვეს უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეკომენდაციების შესრულების პროცესში.