შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ომში შეიყვანეს და შემდეგ თავადვე მოაწერინეს ხელი, რომ ომი დაიწყეს, ასეთია მარიონეტის ბედი

შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერით აღიარა, რომ მისი ქმედებით საომარ მოქმედებაში გადავიდა ის კონფლიქტი, რომელიც არსებობდა.

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე, რომლის მიხედვით, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, პარტიის წევრმა ანა წითლიძემ კი თქვა, რომ საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი. რამდენად იყო მნიშვნელოვანი რეზოლუცია, სადაც ჯარისკაცებს ბრალდება ომის დაწყება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ომში შეიყვანეს და შემდეგ თავადვე მოაწერინეს ხელი იმაზე, რომ ომი დაიწყეს. აი, ეს არის ვასალების ბედი. ეს მათი ბედია, ვინც მარიონეტია. როცა მარიონეტულ ომში ერთვები და სხვისი მარიონეტი ხდები, საქმეს ჯერ შენი ხელით გაგაფუჭებინებენ და შემდეგ მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია. ეს ის განაჩენია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ყველა მარიონეტს ისტორია გამოუტანს. არ ვიცი, ისინი რას გულისხმობენ, მნიშვნელოვანი რა იყო და რა არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციის მხარდაჭერით აღიარა, რომ მისი ქმედებით საომარ მოქმედებაში გადავიდა ის კონფლიქტი, რომელიც არსებობდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.