შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას, შიგნითაც და გარეთაც ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

 შალვა პაპუაშვილი

მინდა ყველას, შიგნითაც და გარეთაც ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან.

„მინდა ყველას, შიგნითაც და გარეთაც ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ, არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს, რომ აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ, ყველა ის, ვინც ცდილობს, რომ საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.