შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. მონახულების შემდეგ, ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს ცუდი განწყობა აქვს მას შემდეგ, რაც გუშინ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
"ბოლოს და ბოლოს იმედია, წარმოგვიდგენენ ექიმები დიაგნოზს და გვეცოდინება უფრო ზუსტად. ისე, დაკლებულია წონაში. რაც შეეხება მის განწყობას, რა თქმა უნდა, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელის შემდეგ, ის რაც მოხდა გუშინ, მიაჩნია, რომ ესაა ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს და ძალიან უნდა ვიყოჩაღოთ, რომ იქნება კიდევ რაღაცას მივაღწიოთ", - თქვა გიული ალასანიამ.