მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პეკინში, ჩინელ კოლეგასთან, ჭაო ლე ძისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მიღწეულ წინსვლას, ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.
"მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი გვქონოდა ჩინეთში. ეს მოწმობს ამ ვიზიტის მნიშვნელობას და ჩვენს ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციას.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შესანიშნავი წინსვლა განიცადა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სტრატეგიული პარტნიორობით, უფრო და უფრო მეტი პირდაპირი კავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის, ხალხთაშორისი კავშირებითა და ერთმანეთის კულტურის გაცნობით, ბიზნესებსაც მიეცათ მეტი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, საქონლის ექსპორტისა და იმპორტისთვის.
საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პეკინში მყოფი ქართული დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი სახალხო კონგრესის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრსა და ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.