2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
რამდენიმე საათში ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.
ნიდერლანდებშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ პირადად მიიწვია.
ოფიციალური თბილისი დღეს ხელს მოაწერს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამაარსებელ კონვენციასაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას.
კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის, ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს.