Netflix-მა „უცნაური ამბების“ ახალი თრეილერი გამოუშვა

Netflix

Netflix-მა სერიალის „უცნაური ამბები“ მეხუთე და ფინალური სეზონის მეორე ნაწილი თრეილერი გამოუქვეყნა. სიუჟეტი ქალაქ ჰოკინგსში მეგობრების ამბავს გვიყვება, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს შეეჭიდნენ და ქალაქის მონსტრ ვეკნასგან გადარჩენას ცდილობენ.

სეზონის ახალი ეპიზოდები სტრიმინგ-პლატფორმაზე 25 დეკემბერს გამოვა, შოუს ფინალური ეპიზოდი კი Netflix-სა და რამდენიმე კინოთეატრში 31 დეკემბერს გამოვა.

„უცნაური ამბები“ სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის ავტორებიც ძმები დაფერები არიან. მთავარ როლებს შოუში ასრულებენ: ვაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო, მეთიუ მოდაინი, მაია ჰოუკი და სხვები.