1766072080
საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან - ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ქეთევან კვინიკაძესთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.
სიახლე მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1765909164











