მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდადებული შეიწყალა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული 15 მსჯავრდადებულიდან ცხრა მსჯავრდადებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის ორი მსჯავრდადებული ქალია, ხოლო ექვს მსჯავრდადებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.