1754385975
საქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.