სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1779190606
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მაღალი რანგის შეხვედრები პეკინში დღესაც დაგეგმილია, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ქალაქ სიანში მიემგზავრება.
ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მის ჩინელ კოლეგას და სახალხო კონგრესის წარმომადგენლებს - საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იყო. ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია.
მიმდინარე შეხვედრებს აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.
"გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ჭრილში. გვქონდა საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შევთანხმდით სექტორულ თანამშრომლობაზე. გამოვხატეთ წუხილი, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო და უფრო მეტად ხდება თავდასხმების ობიექტი.
ამ მხრივ, საქართველო და ჩინეთი თანხმდებიან იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი პრინციპების აღიარება და ამ პრინციპების დაცვა არის მსოფლიოში წესრიგის დამყარების მთავარი ამოსავალი წესრიგი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.