ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
კიდევ ერთხელ, უნგრულმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის აღნიშნულ ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებზეც გაგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის.
„მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა. ასევე, კიდევ ერთხელ, უნგრულმა მხარემ დაადასტურა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებზეც გაგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის. ასევე, შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრელი ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ კონკრეტულ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰარმონიზაციას ევროპულ ბაზართან მიმართებაში“, - აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.