ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1779378384
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. პრეზიდენტმა ლიდერებს ჯერ წერილები გაუგზავნა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში მათ სახელზე ვიდეომიმართვებიც გამოაქვეყნა.
სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთის, ირლანდიის, საფრანგეთის, დანიის, გერმანიის, ბელგიის, ხორვატიის და პოლონეთის ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას.
„საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ცენტრალური და ისტორიული," - განაცხადა პრეზიდენტმა.