მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
"სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე აგრძელებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას.
"სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტული ხელისუფლება. ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის " მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციას, მორიგ მოღალატეობრივ ქმედებებს და ისინი საკუთარი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში და მას შემდგომაც აგრძელებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.