მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
1747250729
პარლამენტმა „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ახლახან, პარლამენტმა რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით საპარლამენტო საბჭოები გააუქმა. საბჭოების ნაცვლად, შესაბამის საკითხებზე მუშაობის მიზნით, დროებითი კომისიები შეიქმნება.
მისივე განმარტებით, პარლამენტის ახალი რეგლამენტი ძალაში შედის მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან, რაც არასასესიო პერიოდს ემთხვევა, ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დადგენილების პროექტის შემუშავება.
დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შეისწავლის ქალებთან და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.
„გთავაზობთ, მოქმედი რეგლამენტის ფარგლებში არსებული ინსტრუმენტი დროებითი კომისიისა გამოვიყენოთ და შევქმნათ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ახალი სახის დროებით კომისიად. სხვაობა ის არის, რომ რეგლამენტის მოქმედი რედაქციით, დროებითი კომისია იქმნება ისე, როგორც საგამოძიებო კომისია, 3 თვით, ვადის შემდეგი გაგრძელების შესაძლებლობით, ხოლო ახალი რეგლამენტის რედაქციით, დროებითი კომისია იქმნება პარლამენტის მოწმევის ვადით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
1747250729
ზუგდიდში მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა
1747248752