„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება. პარლამენტში წარდგენილ პროექტში ნათქვამია, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
პროექტში ნათქვამია, რომ 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.