მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
,,მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ,,ნაციონალური მოძრაობა".
ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა წარმატებები ვუსურვო ,,ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს.
მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის", - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.