როგორც ჩანს, ჯერ არ მიუციათ მკაფიო დავალება უცხოეთიდან, თუ რა უნდა გააკეთონ თვითმმართველობის არჩევნებზე - ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე

ვახო ჩოჩია

 "ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება დესტრუქციულ ოპოზიციაში დაძაბული პროცესები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, რადგან "ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

"ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება დესტრუქციულ ოპოზიციაში დაძაბული პროცესები. ასევე არსებობს გარკვეული სახის დაბნეულობა იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის, როგორც ჩანს, ჯერ არ მიუციათ მკაფიო დავალება უცხოეთიდან, თუ რა უნდა გააკეთონ თვითმმართველობის არჩევნებზე.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მმართველი გუნდისთვის და არც საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნებს ლეგიტიმაციად ანიჭებს ქართული საზოგადოება, რაც მკაფიოდ არის გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება არჩევნები. 64-ვე მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდი აპირებს გამარჯვებას", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.