1751921238
„რეალურად, ჩვენ გვყავს ოთხი „ნაციონალური მოძრაობა“ - ძველი ნაცები, ახალთახალი ნაცები, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები“ - არჩილ გორდულაძე

რეალურად, ჩვენ გვყავს ოთხი "ნაციონალური მოძრაობა" - ძველი ნაცები, ახალთახალი ნაცები, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში "ღამის კურიერი".
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
"როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს ის, რასაც ისინი ამბობენ... თითქოს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი; არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სიამტკბილობაში... დღეს მათი პატრონები ცდილობენ, თავიანთი აგენტურის ხელით, როგორმე, 5 ნომერი და "ახალი" მოაშორონ "ლელოსა" და გახარიას, როგორმე გარეცხონ ეს უზარმაზარი დამღა და საზოგადოებას შეასაღონ, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა. დღეს, დიდი ძალაუფლების მქონე პირები ცდილობენ, როგორმე, საზოგადოებას შეასაღონ "ლელო" და გახარია, როგორც არანაცები, რაც წარმოუდგენელია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი პარტიული დასახელებები არის მხოლოდ ციფრები; მათი ნიშნები და ფერები არის მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას დარჩეს აღქმა, თითქოს ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.