წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
პარლამენტი მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
სიახლის მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის მანქანებისთვის გადასახადი ძრავის მოცულობის ყოველ ერთ კუბურ სანტიმეტრზე ლარ-ნახევრით განისაზღვრება; ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ტარიფი სამმაგდება.
ახალი წესები არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც საქართველოში უკვე შემოყვანილია, ან მათი ტრანსპორტირება მიმდინარე წლის 2 აპრილამდე დაიწყო.
"ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულია ცვლილებები, რომელიც ემსახურება, ერთი მხრივ, ავტოპარკის გაჯანსაღებას და გაახლებას, ხოლო მეორე მხრივ, ვიცით, რომ არის დიდი გამოწვევა, როდესაც ავტომობილების რაოდენობა არის გაცილებით გაზრდილი და რაც არ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, რთული იქნება მანქანების [რაოდენობის ზრდის] დიდ ტემპს დაეწიოს. ამ ორი მიზეზიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილება ამოქმედების შემდეგ გააუმჯობესებს გარემოს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ.