გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
რადიკალურ ოპოზიციაზე და ექსტრემისტულ ძალებზე უარს ამბობს ჩვენი საზოგადოება. ესენი რადიკალურ ძალასაც არ წარმოადგენენ, ესენი არიან მოძალადე ექსტრემისტები, რაც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და არჩევს ჭეშმარიტებას და ეს დამტკიცდა თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამ არჩევნების შედეგად ქართველმა ხალხმა მიაღწია იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ გაქრა პოლიტიკური ველიდან.
„ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე და ექსტრემისტულ ძალებზე უარს ამბობს ჩვენი საზოგადოება. ესენი რადიკალურ ძალასაც არ წარმოადგენენ, ესენი არიან მოძალადე ექსტრემისტები, რაც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს და ვინც ცდილობს, რომ გაემიჯნოს, ესენი არ იყვნენ, რომ იძახდნენ, რომ ჯერ არჩევნებზე და მერე აქციაზეო?!“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.