სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები თავისას ვერ მიაღწევენ და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს.
„რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რამდენიც არ უნდა იარონ ბნელ დერეფნებში და როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს დისკრედიტაციას, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ისტორიულადაც და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც, ცხადია, საქართველოს ეკუთვნის, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალები თავისას ვერ მიაღწევენ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.