ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა - მიხეილ სააკაშვილი
1751383320
პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია საქმიანობას XI მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გააგრძელებს.
„კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა უფლებების დაცვას ციფრულ სივრცეში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებასა და დემოგრაფიულ საკითხებს. თითოეული ეს მიმართულება ხანგრძლივ, სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. კომისია თავდაპირველად 3-თვიანი ვადით შეიქმნა, თუმცა იმ მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე, რომელზეც კომისია მუშაობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას უფლებამოსილება მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გაუგრძელდეს. გარდა ამისა, 1 ივლისიდან პარლამენტის ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში, შესაბამისად, განვაახლეთ კომისიის დებულება და შესაბამისობაში მოვიყვანეთ ახალ რეგლამენტთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.