მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რასაც არაფერი ეშველება.
მისივე თქმით, რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, უფრო წაადგება ქართულ დემოკრატიას.
„ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა ბატალიების განხილვა, რადგან პრობლემა არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში და როგორც ჩანს, ამას არაფერი ეშველება. ამ საქმიდან რაც შეიძლება გამოვიდეს, არის „ნაცმოძრაობის“ დასუსტება, რაც უკვე ცხადია. სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.