პრიორიტეტი ქვეყნის ყველასგან დამოუკიდებლობაა - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პრიორიტეტი ქვეყნის ყველასგან დამოუკიდებლობაა! - ამ თემაზე აქვეყნებს პოსტს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი.

მამუკა მდინარაძე წერს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს გადასაწყვეტს ჩვენვე მივხედოთ.

"რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!
ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

უდიდესი თავმოყვარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან, ძლიერ, ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ!

სხვა გზა არ არსებობს! ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.