მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა „ნამახვანჰესზე“ პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან- არა, ლოკაციებზე! - ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონია.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე აქვთ და სინამდვილეში, ლოკაციებზე ჩხუბობენ.
„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ.
განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან- არა, ლოკაციებზე!
ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა,” - წერს ჩერგოლეიშვილი.