პრემიერი: ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი

ირაკლი კობახიძე კოჰირ რასულზოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.

„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.