პოლონეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ის ნატოს გენერალურ მდივანთან მუდმივ კონტაქტზეა

ნო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესტან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

„ნატოს გენერალურ მდივანს მიმდინარე ვითარებისა და ობიექტების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით“, - დაწერა ტუსკმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.