„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და პარტიასაც ტოვებს. ამის თაობაზე პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ“, - განმარტავს თევზაძე.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას 20 ოქტომბერს გააცნო. მათი თქმით, პარლამენტის და საკრებულოს ტრიბუნის არგამოყენება არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია.