პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება

 პარლამენტი

 პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება. საკითხი პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო.

ცვლილების თანახმად, დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.

ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მიღებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. ამას გარდა, ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.

ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს.