2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა. პროექტის მიხედვით, ამ გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა მინიმუმ ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დანაშაულისთვის კანონით დადგენილ მინიმალურ სასჯელს. თუ დანაშაულში ჩაბმული არასრულწლოვანი 14 წლამდე ასაკისაა, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება. ცვლილებები არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არსებობს საპროცესო შეთანხმება, ან პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.