2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ახალ ზელანდიაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ამოქმედებულ პაკეტს.
მისი თქმით, უცხო ქვეყნების მხრიდან შიდა პოლიტიკაში ჩარევა დიდი გამოწვევაა და საქართველოში ასეთ ქმედებებს საკმაოდ მწვავე შედეგები მოჰყვა.
„უცხო ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში უკვე თანამედროვე მსოფლიო დღის წესრიგი გახდა, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც ფარდა აეხადა მას შემდეგ, როდესაც თუნდაც აშშ-დან გასაჯაროვდა, რომ ისეთი მსხვილი ფონები, როგორიც არის USAID და არა მხოლოდ მუშაობდნენ სხვა ქვეყნებში შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ადამიანები - ოპოზიციის და „ენჯეოს“ წარმომადგენლები, ვინც ჩვენი მხრიდან უცხო ჩარევების წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ იყვნენ ამ უცხო ჩარევის ნაწილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ახალი ზელანდიის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ცვლილებათა ახალი პაკეტი ამოქმედდა.