ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
1765867051
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 88 ხმით მხარი დაუჭირა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, 2027 წლის 1 იანვრამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას უზრუნველყოფს.
ამასთან, მუნიციპალიტეტებს 2027 წლის 1 იანვრამდე შეუჩერდებათ უფლებამოსილება, აღიარონ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლება. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2026 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით უნდა განსაზღვროს, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონით გათვალისწინებული, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური.
კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.