21 დეკემბერს "შავი მთვარე" მშვილდოსნის ნიშანში გადადის - რა უნდა გაითვალისწინოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

შავი მთვარე

21 დეკემბერი ასტროლოგიურ რუკაში განსაკუთრებული დღეა: შავი მთვარე (ლილიტი) მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ეს ტრანზიტი ილუზიების, მორალური ცდუნებების და საკუთარი შეხედულებების გამოცდის თემებს ააქტიურებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში ტყუილის, მანიპულაციის, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება და ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასტროლოგიაში ლილიტს მკაცრ მასწავლებელს უწოდებენ. ის ადამიანების სისუსტეებსა და ფარულ მანკიერებებს გამოავლენს. ეს ტრანზიტი არა მხოლოდ პირად თავდაჯერებულობას, არამედ რწმენასაც გამოცდის. საკუთარ იდეებთან, ფიქრებთან ფრთხილად იყავით და კომუნიკაციას დააკვირდით. შესაძლოა, თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვები, განსაკუთრებით ნეგატიურად აღიქვან.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება ეს დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი
შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ საკუთარი გამოცდილება სრულად გააზიაროთ და ყველა გააკრიტიკოთ. პირველობის სურვილი ძლიერი იქნება, მაგრამ ამავდროულად, ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ, გაგაღიზიანებთ. ნუ იჩქარებთ. თქვენი გამოცდილება ობიექტურად შეაფასეთ. შესაძლოა, სხვადასხვა შეთავაზებამ თქვენზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინოს, რომ რისკები არ გაითვალისწინოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

კურო
ნუ გარისკავთ. ამ დღეს შესაძლოა, ყველაფრის ერთდროულად და დაუყოვნებლივ მიღების სურვილი გაგიჩნდეთ და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამან კი შეიძლება, სასოწარკვეთილ ქმედებებამდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. საეჭვო, ბუნდოვან ინიციატივებს ნუ აჰყვებით და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.

ტყუპები
ლილიტი გავლენას თქვენს პირად ცხოვრებასა და ოჯახზე მოახდენს. "მე აქ უფროსი ვარ" პოზოცია კრახს გამოიწვევს. შესაძლოა, პარტნიორის მიმართ მეტი პრეტენზია გქონდეთ და თქვენი რეაქციები მტკივნეულად აღიქვან. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში ყოველთვის ორი ადამიანია და ორივეს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს. აღნიშნულ დღეს, ზოგადად, კომუნიკაციაში სიხისტეს მაქსიმალურად მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ შედეგს მიიღებთ.

კირჩხიბი
ნუ ეძებთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ არსებობს. თუ რაიმე გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ და თვითმკურნალობას, საკუთარი ინიციატივით დიაგნოზის დასმას ნუ შეეცდებით. ლილიტი გაიძულებთ, სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში ყველანაირი ხარვეზი იპოვოთ და აღნიშნოთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მომატებული ემოციურობის ფონზე, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ლომი
პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს აწყენინოთ და ალოგიკური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ზედმეტი კაპრიზულობა, მეორე ნახევრის მიმართ აგრესიის გამოვლენა დადებით შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ.

ქალწული
გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენია და ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება. საერთო ქონებას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, ნუ შეურაცხყოფთ მშობლებს და ნუ გაკიცხავთ შვილებს. ყოველთვის შეეცადეთ, თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ და უსაფუძვლო კონფლიქტი არ გამოიწვიოთ...ვრცლად