თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ
1757014500
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას.
„ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და იმ ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.