როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოწვეული იქნება 2025 წლის პირველი ივლისის 12 საათიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება.
მიმდინარე კვირას, პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს. პარლამენტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს.
განსახილველ საკითხთა შორის იქნება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.
პარლამენტი ასევე იმსჯელებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე.