ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ეჭვი მეპარება, რომ არსებობს კიდევ რომელიმე სახელმწიფო, სადაც შიდა სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც იყო საყოველთაო თავდასხმის ობიექტი, შემდეგ მას სტრასბურგში გაემარჯვა და ასეთი მაღალი სტატისტიკა იყოს, როგორიც საქართველოში გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა სასამართლო გადაწყვეტილება, ყველა საქმე, რომელზეც თავდასხმა იყო რადიკალური ოპოზიციის, ევროკავშირის ან აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ყველგან საქართველომ და მისმა მართლმსაჯულებამ მოიგო.
„არ მეგულება დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ქვეყანა, რომელშიც საქმე ასეთ დიდი პოლიტიკურ რეესტრში არის აყვანილი,, არის ყველა თეთრი, ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი, ფუმფულა ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში.
როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, რუსთავი-2“, - ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა შენი არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.