NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედია ამ ვიზიტს ალიანსის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.

მედიის ცნობით, რუტეს ვიზიტი კიევში მნიშვნელოვანია, რადგან ერთი დღის წინ რუსეთმა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება რუტე კიევში.